ქარიშხალ "ჰარვის' მოახლოებასთან დაკავშირებით ტეხაშში მდებარე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი ბაზიდან პერსონალის და
ტექნიკის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ Defense News-ი სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ დროისთვის კინგსვილის ბაზიდან 100-დან დაახლოებით 50 საწვრთნელი თვითმფრინავი უკვე გატანილია .
თავის მხრივ, კორპუს-კრისტის ბაზის ხელმძღვანელობამ დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურის დალასში ევაკუაციის ბრძანება გასცა. გააქვთ ფრენისთვის ვარგისი ტექნიკაც.
სინოპტიკოსთა მონაცემებით, ქარიშხალი 'ჰარვი' მეორე კატეგორიამდე გაძლიერდა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ტეხასის სანაპიროს ქალაქ კორპუს-კრისტის მიდამოებში ამ საღამოს ან ხვალ დილას მიაღწევს. "ჰარვი' შეიძლება მესამე კატეგორიამდე გაძლიერდეს და პოტენციურად ყველაზე ძლიერ ქარიშხლად იქცეს აშშ-ის ტერიტორიაზე ბოლო 12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2005 წელს ქვეყანას თავს დაატყდა შტორმი 'კატრინა'.