ხანძარი იყო დიღომში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ცეცხლი
შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბუჩქებს ეკიდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოდებოდა.