ატლანტის ოკეანეზე წარმოქმნილი ქარიშხალი "ხოსე" 5-ბალიან შკალაზე, საშიშროების მეოთხე კატეგორია მიენიჭა.
აშშ-ის ნაციონალური საგანგებო ცენტრის ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქარიშხალი ქარპირა კუნძულებისგან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს. "ხოსე" მიემართება კარიბის ზღვისკენ, სადაც უკვე დამანაგრეველი შედეგები მოჰყვა ქარიშხალ "ირმას".