კიევის ცენტრში გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას კიევის შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი არტემ შევჩენკო ავრცელებს.
შევჩენკოს თქმით, დაკავებული იგორ რუდიჩი ფსევდოჟურნალისტია.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, დაკავების დროს რუდიჩმა მოასწრო დანის გადაგდება და დაიწყო ყვირილი, რომ ის მედიის წარმომადგენელი იყო.