თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება.
კალაძის თქმით, წელს, პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება.
„დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია ჩვენს მოსახლეობას სთავაზობს. წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს. წელს პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.