პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას აპირებს.
როგორც „ნიუპოსტს“ ნიკოლეიშვილმა განუცხადა, დაჭრილის მშობლებს საღამოს შეხვდება და მუშაობის დაწყებას ამის შემდეგ გადაწყვეტს.
ექსპერტმა წინასწარ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„მედიით გაგებულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, დღეს უნდა შევხვდე ოჯახს,“ - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მაჩალიკაშვილების ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი კი აღნიშნავს, რომ ნიკოლეიშვილთან დღეს გაფორმდება ხელშეკრულება და სავარაუდოდ, ხვალ ის მაჩალიკაშვილის სახლში იმუშავებს.