თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედება სამი თვით გახანგრძლივდება.
„დიდი ალბათობით ეროვნული უშიშროების საბჭო და მინისტრთა კაბინეტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერენ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბეკირ ბოზდაგმა.
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის ივლისში არშემდაგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ შემოიღეს.
რეჟიმი მას შემდეგ ხუთჯერ გახანგრძლივდა.
ქვეყნის ოპოზიცია და ევროკავშირის ლიდერების ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი მოსახლეობის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.