ხვალ, 9 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, როსტოვის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 9 აინვარსს 23:00-დან 10 იანვრის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში:
როსტოსვის, ნორიოს აღმართის, ფარავნის, მამარდაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.