NDI-ის კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 60 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, 24 % - არ ეთანხმება, 16 %-მა არ იცის.
51 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ონლაინ მედია ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 19 % - არ ეთანხმება, 30 %-მა არ იცის.
43 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ბეჭდური მედია ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 19 % - არ ეთანხმება, 38 %-მა არ იცის.
NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს - ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ადგილობრივ არჩევნებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მიგნებებს - აქვეყნებს.
საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარი +/- 1.9 %-ია.