შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის კომენტარი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე:
"პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და გარდაცვლილის სამუშაო ოთახში კამერები არ იყო დამონტაჟებული. ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს".