თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, 26 წლის მამაკაცს 4-ჯერ ესროლეს.
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება.
ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილს სამი შემავალი ჭრილობა აღენიშნება, დაკარგული აქვს დიდი რაოდენობით სისხლი და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების და და იარაღის უკანონო ტარების მუხლებითაა დაწყებული.