თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მისი შვილის უდანაშაულობის აღიარებას და დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
"ჩემი მოთხოვნაა, ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოშორდეს ეს ლაქა და დაღი, რომელიც დაადეს. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. გადადგეს გომელაურის კლანი, თავისი სპეცრაზმით. მერე მთელი ბანდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პანკისელები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის სპეცოპერაციისას, 2017 წლის 26 დეკემბერს დაიჭრა და საავადმყოფოში, 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.