ტერორიზმში ბრალდებულთა პროცესი საქალაქო სასამართლოში - მხარეებმა დახურულ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს.
საქმეზე სულ რვა ადამიანია დაკავებული. მათგან ორის, ზურაბ გორნაკაშვილისა და ბაადურ ჩოფანაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
არ არის გამორიცხული, პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. პროცესს პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.
სპეცოპერაცია, 22 ნოემბერს დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
სუსის ცნობითვე, მანამდე პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
წყარო: იმედინიუს.ჯი