კემეროვოში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანართან დაკავშირებით, კემეროვოს ოლქის სამშენებლო ზედამხედველობის
ინსპექციის უფროსი ტანზილია კომკოვა დააკავეს, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების ვერსიის მიხედვით, კომკოვამ არ მიიღო შესაბამისი ზომები თვითნებურად და ნებართვის გარეშე აშენებული სავაჭრო-გასართობი ცენტრის ექსპლუატაციის შესაწყვეტად, რამაც გამოიწვია სტუმრების დაღუპვა.
სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня“ ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია ხუთი ეჭვმიტანილი, ასევე სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა.