ქართველმა მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ უკრაინულ მედიასთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა
და რუსეთის ხელისუფლების მიმართ, პირადად მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„მე ვფიქრობ ცხოვრების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იცხოვრო ბინძური კუდების გარეშე. არ არსებობს ისეთი წამალი, რომელიც ყველაფერს პატიობს ადამიანს. როდესაც ტანკები შენს სახლთან დგანან, შენ ისინი გესვრიან, გადაგივლიან და შენ ამ დროს მიდიხარ, ორდენს იღებს და მათ უმღერი, ეს არაეთიკურია, არ არის ლამაზი და შენ ამ დროს კარგავ საკუთარ ღირსებას. მე რა თქმა უნდა ვერ ვაპატიე პუტინს, სამაგიეროდ, შვილიშვილების პატივისცემა დავიმსახურე“, - განაცხადა მომღერალმა.