ამერიკული მედიის ცნობით, კალიფორნიაში მდებარე Youtube-ის შტაბინაში უცნობი ქალი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
ვითმხილველები აცხადებენ, რომ თეთრკანიანი ქალი, რომელსაც შავი ზედატანი ეცვა, კომპანიის ოფისში უკანა კარიდან შევიდა და სროლა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მან დაახლოებით 20-ჯერ გაისროლა.
Youtube-ის შტაბბინიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. შტაბბინაში 1700-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.