მიმაჩნდა და ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს,
რაც მას გააჩნია, როგორც პოლიტიკოსს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს:
„ეს გადაწყვეტილება არის სწორი. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო".