თეატრის რეჟისორები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაზუსტების შეტანას ითხოვენ. როგორც მოზარდ მაყურებელთა
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა განაცხადა, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში არ არის ჩანაწერი, რომელიც შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილს ეხება და ამ შემთხვევაში არ უწესებს რეჟისორებს აკრძალვას სპექტაკლში სიგარეტის გამოყენებაზე. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„კანონში ასეთი ჩანაწერის არარსებობა მოულოდნელი იყო, რადგან როცა ამ ყველაფერს კანონპროექტის სახე ჰქონდა, იქ შემოქმედებითი ნაწილი დაზღვეული იყო, როგორც თეატრალური წარმოდგენის, ისე კინოსი.
კანონის ამოქმედებისას ჩვენ აღარ მივადევნეთ თვალი დამტკიცებას. დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ პროექტში რადგან ეს იდო, მაცნეშიც ასე გამოქვეყნდებოდა. ის ჩანაწერი უკვე ამოღებულია.
ევროპის ძალიან ბევრი თეატრების სპექტაკლები ვნახე, სადაც სცენაზე ეწევიან და ეს პრობლემას არ ქმნის, მაშინ როცა ქვეყანაში პრაქტიკულად არსად არ შეიძლება მოწევა. ეს არის შემოქმედებითი პროცესის ნაწილი. პირველივე დღეს, როცა მე კანონპროექტს გავეცანი, ეს ეწერა“,- განაცხადა დიმიტრი ღვთისიაშვილმა.