„არ გავბრაზებულვარ, სამწუხაროდ, გავბეზრდი და გამიკვირდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი
მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არ გავბრაზებულვარ, სამწუხაროდ, გავბეზრდი და გამიკვირდა. ჩემზე მომართული და მესიჯბოქსით აწყობილ ახალგაზრდების მერამდენე პარტიას ვიცვლი. მერამდენედ უნდა ვნახო ამათი ეს აგრესია და შემდეგ თვითონ მათი დაკარგვა არეალიდან. ვიდარდე, რომ არ შედგა ის საინტერესო დისკუსია. ძალიან ბევრჯერ იყო ხაზგასმული, რომ იქნებოდა დებატები, მაგრამ არ შედგა. ჩემს მოხსენებაში ყველა მნიშვნელოვანი თემა ვთქვი, შემდეგ იქნებოდა განმარტებები. გუშინ, საქართველოს პარლამენტში უცოდინრობით, შიშით, თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ მოხდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.