„საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქტივისტებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ლონდონის პარკისკენ
მიემართებიან, სადაც აქციას გამართავენ.
მსვლელობის მონაწილეებს სამართალდამცველები მიყვებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია თაბუკაშვილისა და ჭანტურიას ქუჩებზე, ასევე მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვორონცოვის მოედანზე.