ზუგდიდში წალენჯიხის წყალკანალის თანამშრომელი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილს უცნობი მამაკაცი მანქანით აეკიდა, ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილმა საკუთარი ავტომობილით მოახერხა შემთხვევის ადგილის დატოვება და ახლომდებარე,დასახლებულ ტერიტორიაზე შველა ითხოვა.
"ასინალებდა და შველას ითხოვდა, სისხლიასგან იცლებოდა"- ამბობს თვითმხილველი.
მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.