პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ნარკოპოლიტიკის
შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებლების მიმართ ჰუმანური უნდა იყოს. მარგველაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
"ამ თემაზე დღეს არ გვისაუბრია. პოზიცია მე უკვე დავაფიქსირე. მე მიმაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლების მიმართ. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები. ჩვენ ვივიწყებთ იმ ფაქტს, რომ პარლამენტში უკვე დევს კანონპროექტი. ახლა იმ დისკუსიით, რასაც მთელი დღეა ვისმენ, ჩვენ უკვე მიღწეულ საკითხს გვერდზე ვწევთ და ვიწყებთ სხვა საკითხების განხილვას. ეს არასწორი მგონია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.