შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის, პარლამენტში მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს, -
ამბობს გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი:
"კლუბებში ჩატარდა არა სპეცოპერაცია, არამედ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა. უნდა ვუწოდოთ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა, რადგან სამართლებრივად ასე იყო. რაც შეეხება მინისტრის პარლამენტში მისვლას, ის მზად არის, პარლამენტში მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს, როგორც კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაზე, ასევე სამინისტროს საქმიანობასა და გეგმებზე".