თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოსწავლეების და პედაგოგების გამოკითხვა გრძელდება.
"დათო იყო არაჩვეულებრივი ბიჭი, თავაზიანი, წესიერი, მეგობრული, ძალიან პოზიტიური. ცეკვავდა დერეფნებში, რეპავდა - მე ვარ ბიჭი პოზიტივიო. იყო ყველას დამხმარე. იყო ყველა სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი, თუ კი რამ ჩატარებულა. მისი თაოსნობით ჩავატარეთ 12 სახეობაში ოლიმპიადა, იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი. არ არსებობს არც მოსწავლე და არც მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ ოდესმე დათოსთან პრობლემა ჰქონია", - განაცხადა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ გუშინ.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემი შვილი იყო მოძალადე, თავს აყოფინებდა უნიტაზში. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, არ დამალონ არაფერი, თქვან ყველაფერი. თუ იყო, თქვან; თუ არ იყო, ესეც თქვან. თუ ჩემი შვილი იყო მოძალადე და სკოლაში ხდებოდა ძალადობა, დგება 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.