თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის (მესამე მასივი) მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით
და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვარკეთილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის და დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, გასართობი სახის აქტივობები გაიმართა.
ღონისძიება ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე „რიგის სკვერში“ მარათონით დაიწყო და სკოლა "ოპიზაში" გაგრძელდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს.
მარათონში გამარჯვებულები საკრებულოს წევრმა, გიორგი დოხტურიშვილმა დააჯილდოვა და მათ მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვეცადეთ, ეს დღე ღონისძიების მონაწილეებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. ჩატარდა მარათონი, რომელშიც მონაწილეობა კერძო სკოლა „ოპიზის“ და მესამე მასივში არსებული რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.