Gოოგლე-მა ახალი ალგორითმი შექმნა, რომელიც განსაზღვრავს რა აწუხებს პაციენტს, რამდენ ხანში განიკურნება და რამდენი წუთი, საათი, დღე ან თუნდაც წელი იცოცხლებს ის. ამის შესახებ Bლოომბერგ-ი წერს.
სამედიცინო დაწესებულებები წლების განმავლობაში ცდილობდნენ პატიცენტის ისტორიის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეექმნათ, Gოოგლე-მა კი ეს უფრო მარტივი და კომფორტული გახადა.
მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალს მედიკოსებმა უთხრეს, რომ მისი სიკვდილის ალბათობა 9.3% იყო, მაშინ როდესაც Gოოგლე-ის ახალი სისტემის ტესტირებისას ქალს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა სისტემამ სულ სხვა შედეგი შეატყობინა. ე.წ. "სამედიცინო ტვინს", როგორც მას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უწოდებენ დაასკვნა, რომ მკერდის კიბოთი დაავადებული ქალის გარდაცვალების რისკი უფრო მაღალი, 19.9% იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის რამდენიმე დღეში გარდაიცვლებოდა. ბოლოს Gოოგლე-ის პროგნოზი უფრო სწორი აღმოჩნდა.
Gოოგლე-ში განმარტავენ, რომ მომდევნო ეტაპი ინოვაციის კლინიკებში დანერგვაა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სისტემაზე Gოოგლე-ის გარდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა კერძო კომპანიები მუშაობენ.
წყარო: imedinews