ტელეკომპანია "იმედი აცხადებს, რომ მათ ექსკლუზიურად ჩაუვარდათ ხელში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის გამოძიებისთვის მიცემული ჩენება.
კობაურის ადვოკატი კი ამბობს, რომ ეს ჩვენება არის იძულებით მიცემული. კითხვაზე, თუ რატომ დატოვეს ცოცხალი მწყემსი, თუკი მკვლელები სხვები იყვნენ, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ გამოძიებისთვის ხელში დაუცველი ადამიანი ჩაეგდოთ.
შეგახსენებთ,ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაეების, ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულმა 4 წლის ბავშვი თოფით მოკლა, შემდეგ კი ზვავში დამალა