გია ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების გარდა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება და ძალიან დიდი ხნის ისტორიას ითვლის
"უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების გარდა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება და ძალიან დიდი ხნის ისტორიას ითვლის,
არსებობს საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობის ინტერესები, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას ერთმანეთს შორის გააჩნია, და არამარტო ეკონომიკურ დარგშია ჩვენი ურთიერთ-ინტერესები, არამედ, მსოფლიოს, ევროპის ინტერესშია, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო დერეფნის თემა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რომ უსაფრთხოებითაც და თავისი მოცულობითაც პასუხობდეს მთავარ მოთხოვნას, რომელიც ევროპულ ბაზრებს გააჩნიათ-ეს არის ენერგორესურსებით მომარაგება, ალტერნატიული დერეფნის შექმნა და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, რომელსაც რუსეთი უზრუნველყოფს. ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი და ევროპის სხვა ქვეყნები მყავს მხედველობაში, რომელიც ჩვენ და აზერბაიჯანს ერთმანეთს შორის გაგვაჩნია. საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო მერკელის ჩამოსვლა ამ თვალსაზრისით რეგიონში, და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში.