20 ოქტომბერს 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება "მის საქართველო 2018"-ის ფინალური კასტინგი.
საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსში "მის საქართველო 2018" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია იმიჯ ცენტრის ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში.
ფინალური კასტინგის შედეგად შერჩეული გოგონები გააგძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად.
"მის საქართველო 2018"-ის გამარჯვებული და ტოპ-ხუთეულის წევრები გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასვა საერთაშორისო კონკურსებზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ იშვიათი გამოცდილება, აიმაღლონ ცნობადობა და პოპულარობა, გამოიყენონ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "მის საქართველო" კომპანია "იმიჯ ცენტრი"-ს მიერ 2003 წლიდან ტარდება და კომპანია გახლავთ მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების "Mისს ჭორლდ"-ის, "Mისს Uნივერსე-ის, "Mისს Iნტერცონტინენტალ"-ის და "Mისს თოურისმ Iნტერნატიონალ"-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
პროექტის პარტნიორები და მხარდაჭერები არიან: საიუველირო კომპანია ზარაფხანა, რუსთავი2, თV 4, რადიო 4, რადიო ფორტუნა, ფორტუნა+, ინტერნეტ მხარდაჭერა INFO 9, ჟურნალი HELLO, მოდის სახლი "მარიონელა", კიკალა სტუდიო, სარეკლამო კომპანიები მაქსპრომი და კოლიბრი, სილამაზის სალონი გოგასუსი, საცურაო აუზი ნეპტუნი,
საკონტაქტო ტელ. 599983940; 577 770 380; 577 420 10