თბილისში, ალექსიძის 7 ნომერში, ახალგაზრდა კაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.