დავით უსუფაშვილი: “ოცნება” გასაშვებია და “ნაცმოძრაობა” არ მოსაშვები!
"შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს დებატებში იწვევს.
"კიდევ ერთხელ მივმართავ პატივცემულ ფავორიტ კანდიდატებს, რომელთაგან ერთი ამოფარებულია მიშას კალთას, მეორე კი ბიძინას კალთას, გამოდით და დასხედით დებატებში, ნებისმიერ ეთერში, უმჯობესია ყველგან! რატომ გაურბიან დებატებს? იმიტომ რომ, დაკავებულნი არიან ერთმანეთისთვის თავსლაფის დასხმით. მათ ეშინიათ დებატების ისეთ კანდიდატთან, რომელსაც მათთან შედარებით ყველა უპირატესობა აქვს, მორალურიც, კვალიფიკაციის, პატრიოიზმის შესახებაც და ქვეყნის ხედვის თაობაზეც. აი, ამიტომ გადაწყვიტა ამ ორმა ძალამ, შექმნას ორპოლუსიანი არჩევნები და გააქროს ამ ველიდან მე და სხვა კანდიდატები. მაგრამ მთავარია საზოგადოება არ აყვეს ამ პროპაგანდისტულ მანქანას.რომელიც ამ ორი ძალიგან ერთმანეთისგან მტრის ხატს ქმნის. თუმცა ეს ორი ძალა ერთმანეთზე ძირითადად მართალს ლაპარაკობს. ოცნება გასაშვებია და ნაცმოძრაობა არ მოსაშვები! ამიტომ გავანებოთ მათ თავი და ავირჩიოთ ის ხალხი, ვისაც ქვეყნის წინ წაყვანა შეუძლია. და დარწმუნებული ვარ, დღეს ამომრჩევლის დიდი ნაწილი იყურება სწორედ უსუფაშვილისკენ იმიტომ, რომ მოსახლეობას მობეზრდა ოცნების ის პოლიტიკა, რომელიც ნაციონალების გაღვიძებისკენ და გაძლიერებისკენაა მიმართული", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა