საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების NDI- ის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრებზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისათვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს.