საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტარ ზაზა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
"ამას შეხედეთ ერთი , აქეთ რომ ადებს მათ მიერ გაძარცვულ და შევიწროებულ ქართულ საზოგადოებას ვალს…
ჩემს ბავშვობაში ეზოს ძველი ბიჭები ამავე ლოგიკით ცდილობდნენ შედარებით სუსტების შევიწროებას.
ქართულ საზოგადოებას თქვენი შესავიწროებელი არაფერი ჭირს და მან ეს არჩევნებზე უკვე დაგანახათ", – წერს სააკაშვილი.