საქართველოს პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდს ავრცელებს.
აღნიშნულ ოქმში საუბარია, რომ ხაზარაძემ მუქარის წერილი მიიღო, თუმცა ვისგან - მითითებული არ არის.
"ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:
"ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება, მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით."
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.