ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი შემოთავაზება აბსურდულია, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" სოცმუშაკმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა.
"ჩვენ გაფიცული სოცმუშაკები ახლა შეკრებილები ვართ, ვმსჯელობთ სამოქმედო გეგმაზე. ზოგადად, ეს შემოთავაზება რეალურად აბსურდულია. ახლა ვმსჯელობთ შემდგომ ნაბიჯებზე და კონკრეტულად იმაზე, რა პასუხი გვექნება ამ შემოთავაზებაზე", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, რომლითაც უწყება სოციალური მუშაკების პრობლემების გადაჭრას გეგმავს, 4 ძირითად პუნქტს მოიცავს. ესენია: სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვა, უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება, ტექნიკური ხელშეწყობა, ,პროფესიული მხარდაჭერა .
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გეგმა, რომელიც უშუალოდ სოციალური მუშაკების ჩართულობით შემუშავდა, ნაწილობრივ უკვე განხორციელდა და მასზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.
წყარო: interpressnews.ge