შალვა ნათელაშვილი "დაიცავი საქართველოს" შეკრებას ასე ეხმაურება:
"დღეს ფილარმონიაში ოლიგარქიული განხეთქილების ვაშლად მოგვევლინა------ ე.წ. დაიცავი საქართველო-----დიახ საქართველო მათგან მართლა დასაცავია--------ესაა ვერა-ვაკის სეპარატისტული დაჯგუფება,საკუთარი ქვეყნის სისხლით,მიწით და ლუკმით მოვაჭრე სოვდაგრები.მათი მოცილება ქართული პოლიტიკიდან უდრის დიდი საქართველოს აღდგენას. სქემა კვლავ მარტივია-----ამჯერად უკვე ივანიშვილს მობეზრდა მათი დაფინანსება და პოლიტიკურ სიმაღლეებზე შენარჩუნება, პასუხად მთელი ყვავ-ვორნები გადაბარგდნენ ამჟამად ოლიგარქისგან გაკულაკებულ მეორე მილიარდერ,ჩვენი სისხლის მწოველ ხაზარაძის დოლარებით სავსე მუთაქაზე,იქვე მილიონებით მათ ელოდებიან მხედრიონელი მკვლელი მილიონრები....... ზარალა----იგივე გიორგი რამიშვილი,ტილიკა---იგივე ლევან კაჭარავა, რიჟა----- იგივე გიორგი კაპანაძე ,აგროჰაბელი მხედრიონელი--აკაკი ახვლედიანი,აჭარაბეთის მფლობელი,ჩვენი შვილების დამაქცეველი--თემურ უგულავა და უბოროტესი სიგარეტების კონტრაბანდისტი ,ტვ-პირველის მფლობელი ჭუტა წერეთელი და სხვები.მიზანი-----არ დაუშვან ოლიგარქიისაგან უკონტროლო ძალების მოსვლა ქართულ პოლიტიკაში,ტრადიციულად პირველ რიგში ჩვენი, ლეიბორისტული პარტიის,როგორც ეს გაგვიკეთეს 2003 წელს,2012 წელს.თუ ახალი სპონსორები მათ ფაქიზ საჭმლის მომნელებელ სისტემას მოაკლებენ სპონსორირებას მაშინ ისინი ძე-ასულ შეცდენილებად კვლავ დაუბრუნდებიან ძველ მამა-მარჩენალს ან გააგრძელებენ სხვა, ახალი დამფინანსებლებისაკენ დაუოკებელ სრბოლას.აი ჩვენი ეპოქის ანატომია.ან გამოვალთ ამ ჯადოსნური ხაფანგებიდან ან გავიწირებით.მე მაინც მგონია რომ გამოვალთ!!!"