ამერკაში, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაიბარა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, თავისი სრულიად ჯანმრთელი ძაღლი დაეძინებინათ და მასთან ერთად დაემარხათ.
პატრონის გარდაცვალების შემდეგ ემა ვირჯინიის ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს, რომლის წარმომადგენლებიც ორი კვირის განმავლობაში ქალის ადვოკატებთან ცდილობდნენ მოლაპარაკებას, რათა მისი უცნაური სურვილი სისრულეში არ მოეყვანათ.
"ჩვენ მათ დარწმუნებას ვცდილობდით, რომ ძაღლისთვის სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა, რადგან მისთვის ახალი ოჯახის პოვნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა", — ამბობს ცხოველთა თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომელი, კერი ჯონსი.