რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გამგზავრების ბილეთის ფასი, გასულ წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა
საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა შუა ზაფხულში დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების სიაში, იუწყება Ozon.travel.
ონლაინ-სერვისმა გააანალიზა ბილეთების ღირებულება პოპულარულ ქვეყნებში ივლისში – შვებულებების სეზონის პიკზე.
ანალიტიკოსების მონაცემებით, საქართველოში ჩამოვა ტურისტების 11%, ხოლო ავიაბილეთის საშუალო ღირებულებაა 11,5 ათასი რუბლი, რაც გასული წლის მონაცემზე 2%-ით დაბალია.
საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის
მეორე ადგილზეა იტალია, სადაც დამოუკიდებლად მიემგზავრება მოგზაურების 8%. ამ მიმართულებით ავიაბილეთების ფასი, ლოუკოსტერების ფრენების გეოგრაფიის გაფართოების წყალობით, 6%-ით შემცირდა და საშუალოდ 17,7 ათასი რუბლი შეადგინა.
მესამე ადგილზეა სომხეთი – მოგზაურთა 7%, თუმცა, ბილეთის ფასმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით მოიმატა და საშუალოდ 8,6 ათასი რუბლი ღირს.
მეოთხე ადგილზეა ესპანეთი და მონტენეგრო.
წლის დასაწყისიდან ხუთი თვის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში უცხოელების ვიზიტების რაოდენობამ თითქმის სამი მილიონი შეადგინა. აქედან რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაა 539,4 ათასი, რაც 31,4%-ით მეტია წლიური გათვლებით.
sputnik-georgia.com