რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა შეუერთდა.
როგორც მან "პრაიმტაიმთან" განაცხადა, ამით მას სურს, აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭიროს და თანაუგრძნოს.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც მოქალაქის და როგორც დედის, არის ის, რომ სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება. ძალიან რთულია უყურო ახალგაზრდა ადამიანებს, მათი დასისხლიანებული და მოწყვეტილი სხეულები როგორ ეყარა, ეს ჩემთვის გაუგებარია, გაუგებარი კი არა ყველაფრის ზღვარს მიღმაა. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ეს იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც უნდა დაიცვან. მე მხარს ვუჭერ იმ ახალგაზრდების მოთხოვნას, რომლებმაც თავიანთი აზრი დააფიქსირეს და სიცოცხლეც კი გაწირეს", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს დაიწყო და მეხუთე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომელთაც დაკისრებულ უფლებამოსილებას გადააჭარბა.