რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთის საავტომობილო გზა გადაკეტილი არ არის. ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილებს ერთ-ერთი სპიკერი მიმართავს. მისი განმარტებით, მოშიმშილეების რიცხვი იზრდება.
ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, შალვა შავგულიძე.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა შეუცვლელია, ისინი დაკავებული პირების გათავისუფლებასა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.