აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა დაიწყეს
აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა დაიწყეს. მსვლელობას წინ უძღვებიან სკუტერზე მსხდომი ახალგაზრდები, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერი: "გახარია წადი".
მათ მსვლელობის დაწყებამდე ჩაფხუტები მოიხსნეს, რაც ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, იმის გამოხატულებაა, რომ ისინი შეუიარაღებლები არიან და მშვიდობიანად, შიშველი ხელებით აწყობენ აქცია-მსვლელობას."ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანად, ჩაფხუტის გარეშე, შიშველი ხელებით მივდივართ", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.