“ქათული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე “2020NEWS“ - თან აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობენ შიდა და გარე ძალები, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი ქვეყანა არ გახდეს. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადება“რუსული თამაშის წესია“.
“არის ქვეყანა საქართველო, რომელსაც არჩეული აქვს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზა. არიან ქვეყანები, რომლებსაც საქართველოს კურსი მოსწონთ ან არ მოსწონთ.
ყველანაირად ხელისშემშლელი პირობების შესაქმნელად შიდა ძალა იქნება თუ გარე ძალა ცდილოს ქვეყანა არ წავიდეს ევროატლანტიკური გზით, ამისთვის კერძო კომპანიასა თუ ანგარიჟებულ ადამიანებს გამოიყენებენ მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის ეს ყველაფერი რუსული თამაშის წესია“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
ცნობისთვის, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ეთერში უხამსი სიტყვებით მოიხსენია.