პენსილვანიაში წყვილს ქურდობის ბრალდებით ციხე ემუქრება მას შემდეგ, რაც მათ ანგარიშზე ბანკის მიერ შემთხვევით გადარიცხული 120 ათასი დოლარიდან თითქმის 107 ათასი დახარჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც პოლიციის განცხადებაში წერია, რობერტ და ტიფანი უილიამსებმა თანხის ბანკისთვის დაბრუნების ნაცვლად, მისი დიდი ნაწილი გახარჯეს.
სამართალდამცავთან ინტერვიუში, ტიფანი უილიამსმა თქვა, რომ თანხა დაიხარჯეს ჯიპის, ორი კვადროციკლის ტრაილერის შესასყიდად, ასევე შეიძინეს სხვადასხვა ნივთი.
ბანკის მხრიდან შეცდომით ტრანზაქცია 31 მაისს განხორციელდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხმარებელი ბანკს დაკარგული დეპოზიტის შესახებ დაუკავშირდა.