შოთა შალელაშვილს პარლამენტში "ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს. სიით მომდევნო კი ლევან მგალობლიშვილია.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, პროცედურულად შოთა შალელაშვილის განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის შემდეგ, პარლამენტი მისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე იმსჯელებს.
შოთა შალელაშვილს უფლებამოსილება შემდგომ სასესიო კვირას შეუწყდება.
"ამის შემდგომ ჩვენ დაველოდებით ცესკო-დან შოთა შალელაშვილის ადგლიმონაცვლის თაობაზე მომართვას და დაიწყება პროცედურა ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობაზე“,- განაცხადა გიორგი კახიანმა "2020NEWS“ -თან საუბრისას.
შეცვლის თუ არა შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი, ეს მასზეც არის დამოკიდებული.
ცნობისთვის, შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. მან შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.