ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში,- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ქუთაისის საერთაშორის უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში, ამ ტიპის დიდ ინვესტიციებს ნამდვილად შეუძლიათ განავითარონ როგორც კონკრეტული სტუდენტის ისე მთლიანად რეგიონის დონეზე დაწყებული ინიციატივები, რომელიც განათლების რეფორმა ისახავს მიზნად. მაღალი ხარისხის სწავლებას ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას, ვფიქრობ ამ მხრივ ეს ყველაფერი ნამდვილად საეტაპო როლს შეარულებს შემდგომი განვითარების ისტორიაში“ - განაცხადა ნიკო სილაგაძემ.