ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლის ცხედარი მტკვარმა გამორიყა, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ვინაობა ოფიციალურად შეიცვალა.
რეალურად ის ზურაბ დადეშელი გახლავთ, თუმცა შეცვლილი სახელი და გვარი რამაზ მუმლაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ კრიმინალური „ავტორიტეტების” მხრიდან მუქარა ხორციელდებოდა, რის გამოც იძულებული გახდა მიმალულიყო და ვინაობაც შეეცვალა.
მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ დაპირისპირებულმა ჯგუფმა დადეშელი მაინც იპოვა და მოკლა. საქმეზე დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მკვლელობის, ერთი დანაშაულის დაფარვის, სამი კი გატაცების ბრალდებით.
გატაცებაში ბრალდებულები წარსულში რუსთავის პოლიციის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან.