არქიმანდრიტი ანთიმოზი, სოციალურ ქსელში, წერს:
"ილია მეორე გავიცანი, როცა თბილისის ახალ გახსნილ სემინარია-აკადემიაში 1988 წლს ვაბარებდი. გამოცდებს ესწრებოდა. მკითხა პროფესია? -''ხიდების მშენებელი ინჟინერი''. მკითხა: თამარის თაღოვან ხიდზე: -ვუპასუხე: საყრდენებიდან ჰორიზონტალური ცენტრიდანული ძალები მოქმედებენ, რომელიც ვერტიკალურ ზეწოლას აწონასწორებს.)))) მოეწონა.
მეორე შეხვედრა. 1 სექტემბერს სემინარია-აკადემიაში მობრძანდა და სწავლის დაწყება მოგვილოცა. გვითხრა: ჩემი ოცნებაა საქართვე;ოს დროშაზე ჯვარი იყოს და ქვეყანას მეფე ჰყავდესო!))00 გავოცდი, კომუნისტების დროში ვართ და ეტყობა ოცნებობს-მეთქი)))))))
1989 წელს, როდესაც მეორე კურსი დავხურე არდადეგებზე 2თვე ბეთანიის მონასტერში წავედი. მაშინ კავშირი არ არსებოდა და უცბად მონასტერში უწმიდესი მობრძანდა. წინამძღვრისგან კურთხევა მქონდა სტუმრები მიმეღო და რაც შეიძლება სწრაფად გამეშვა))) სწრაფად მამა ლაზარეს შევატყობინე. უწმიდესი განიმოსა და ვერა რეჩკაზე ფეხით ჩავიდა. შემდეგ ტრაპეზი. ექვსი-შვიდი ადამიანი ვიყავით. ტრაპეზზე ისაუბრა. რაღაცა მკითხა,მეც ვუპასუხე და მოხდა სასწაული: მასში მისი მფარველი წმინდანი ელია წინასწარმეტყველი შევიცანი, რომელსაც სიკვდილი არ უხილავს.
მას შემდეგ გავხდი მარტოხელა დაცვა, ყველასგან უხილავად.
არქ.ანთიმოზ კოლხ ივერიელი"- წერს არქიმანდრიტი