რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ქალებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვეს.
70 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა მარიამ ჭანტურიამ ისრაელელი მარია გოშენი (3:29), ბელარუსი ჟანა ასიპოვიჩი (2:16), ხორვატი ანდელა ვიოლიჩი (3:12) და ბოლოს, ფინალურ შეხვედრაში, ნიდერლანდელი ჰილდე ჯაგერი (4:00, ვაზარი) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონი ოქროს მედალი 57 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ხვალ ტატამზე გავა საქართველოს ნაკრების მესამე მონაწილე, +78კგ წონის ძიუდოსტი სოფიო სომხიშვილი.