თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი “2020NEWS“ -ს აწვდის დოკუმენტს, რომელშიც დასტურდება, რომ საქართველოს ეკლესიის რამდენიმე სასულიერო იერარქმა და მათ შორის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მოქმედმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) 1983 წელს წმინდა სინოდს პროქტოლოგის დასკვნა წარუდგინა, რომელშიც დასტურდება, რომ მეუფე ანანიას პასიური ჰომოსექსუალობა არ აღენიშნება. თუმცა როგორც ტიგინაშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს იმას, რომ ანანია ჯაფარიძე აქტიური ჰომოსექსუალია.
“ეს არის 1983 წლის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკლესიის რამდენიმე სასულიერო იერარქმა და მათ შორის, ამჟამინდელმა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გაიარა სამედიცინო (პროქტოლოგიური) ექსპერტიზა უკანა ტანის არეში, ვინაიდან მას ბრალი ედებოდა მამათმავლობაში. დოკუმენტში მოხსენიებულ ინიციალებში თ. ჯ. იგულისხმება თენგიზ ჯაფარიძე (მიტროპოლიტ ანანიას საერო სახელი და გვარი).
მართალია, ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ "უკანა ტანის არეში გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირისთვის /მამათმავლობისთვის/ დამახასიათებელი რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ", თუმცა საინტერესოა არა ათეისტური ხელისუფლების ოფიციალური ორგანოს მიერ ოფიციალურ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, არამედ თავად დოკუმენტით დადასტურებული ფაქტი, რომ მიტროპოლიტ ანანიას შეუმოწმდა უკანა ტანი და დღესაც უკანალშემოწმებული მიტროპოლიტი ანანია საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრია. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ იგი არაა პასიური ჰომოსექსუალი, სულაც არ გამორიცხავს მის აქტიურ ჰომოსექსუალობას!
საგულისხმოა, რომ მან ხელი მოაწერა კიდევაც მიტროპოლიტ პეტრესთვის (ცაავა) მღვდელმოქმედების აკრძალვას. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, თუ რა ათწლეულობით ჩამოყალიბებულ ცოდვისმიერ, ყოვლადგარყვნილ სისტემას დაუპირისპირდა მიტროპოლიტი პეტრე. ამ ეტაპზე, სასულიერო იერარქთაგან მხოლოდ მეუფე პეტრე ამხელს ამ სულისშემძვრელ უზნეობას ჩვენს ეკლესიაში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ეკლესიის წევრი ქრისტიანი, სასულიერო პირი თუ ერისკაცი, რომელიც არ ებრძვის და არ ამხელს ამ საშინელ უზნეობას, ნებსით თუ უნებლიეთ, ეკლესიის მტერია.
აქვე დავსძენთ, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს წმიდა სინოდს რომ ბოლომდე მოესმინა მეუფე პეტრესთვის, არ გახდებოდა საჭირო ამ დოკუმენტაციის საჯაროდ გამოტანა, თუმცა, სხვა გზა აღარ დარჩა, რათა საზოგადოებამ გაიგოს რეალობა.
მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) არის ისტორიის დოქტორი, პროფესორი და იკვლევს საქართველოს ეკლესიის ისტორიას, რომლის შესახებ გამოცემული აქვს ნაშრომები. მისი გამოკვლეული და გამოქვეყნებული საქართველოს ეკლესიის ისტორია რამდენად ობიექტური და ჭეშმარიტი იქნება, რთული გამოსაცნობი არაა“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.
წყარო: 2020news.ge