საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარ არხზე“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს ეკლესია გაძლიერდა.
„საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად. სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის გამტკიცება. ამაზე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც...
...მე ქართული ეკლესიის შვილი და ის ადამიანი ვარ, ვინც ბევრი რაღაც გააკეთა რწმენის განმტკიცებისთვის. ის, რაც ხდება, არის ძალიან მარტივი. ივანიშვილი საქართველოში ყველა ინსტიტუციას დაეპატრონა”